გdixaSo |
სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ისრითი, ციხისუბანი).
მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ის სიმაღლეზე, ვანიდან 5 კმ-ის დაშორებით.
სახელწოდება „დიხაშხო“ მეგრული წარმოშობისაა და კარგმოსავლიან მიწას ნიშნავს. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში იოჰან გიულდენშტედტთან. სოფელში შემორჩენილია სამების ერთნავიანი ეკლესია (ინტერიერში არის მოხატულობა და წარწერა), რომელიც, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, 1721 წელსაა აგებული. იმავე წყაროში ნათქვამია, რომ XIX საუკუნის 20-იან წლებში დიხაშხოში თავად ლორთქიფანიძეების კუთვნილი ხის ორი ეკლესია იდგა, რომელთაგან ერთი 1744 წელს იყო აგებული, მეორე — 1812 წელს.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1041 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
1291 |
603 |
688 |
2014 |
1041 |
519 |
522 |
pirovnebebi
სოფელში დაიბადნენ:
- ნიკოლოზ აგიაშვილი ― ქართველი მწერალი,
- შალვა მაღლაკელიძე ― ქართველი სამხედრო მოღვაწე,
- კირილე ლორთქიფანიძე ― ქართველი საზოგადო მოღვაწე.
|